Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის თსუ-სა და ტეხასის უნივერისტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში - 2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტთან (UT Dallas, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორებისა (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2020 წლის 1 იანვრისა) და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.  

 

კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:

  • ბიოლოგია
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • ქიმია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ეკონომიკა
  • ელექტრონული ინჟინერია
  • გეოგრაფია
  • გეოლოგია
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • ჰიდროლოგია

 

განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი – 2026 წლის 30 იანვარი (ჩათვლით)

 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფრომაცია იხილეთ აქ

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით, მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე

თარიღი: 24/11/2025